დავით კირკიტაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ, მაგრამ არ უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტიის პოზიციაში არაფერი შეცვლილა, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ, მაგრამ არ უერთდებიან. ასე განმარტა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თანაპარტიელის, თინა ბოკუჩავას განცხადება, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ „ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს.

როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, არც ფრაქციის და არც პარტიის შიგნით. ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ დოკუმენტის სულისკვეთებას ვიზიარებთ, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის მუხლი შეიტანა და ისეთი ამნისტიის პროექტი წარმოგვიდგინა, რომელიც ვერც მორალურად და ვერც სამართლებრივად ვერ უძლებს კრიტიკას, ჩვენ ამის გამო, ამ დოკუმენტს არ ვუერთდებით“, - აღნიშნავს კირკიტაძე და დასძენს, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს“.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" თვალთმაქცობდა, ამნისტიის კანონპროექტი კი „კრიტიკას ვერ უძლებდა“.

„მე არაფერს არ განვმარტავ. ასეთია პარტიის პოზიცია დღეს, რომ არ შეცვლილა არაფერი, მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და დავუბრუნდით პარლამენტის საქმიანობას. დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება" თვალთმაქცობდა, ეს ამნისტია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. არაფერი შეცვლილა ამის შემდეგ, არ ვიცი რატომ იყო საჭირო ამ დისკუსიის გახსნა“, - აღნიშნავს კირკიტაძე.

ცნობისთვის, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, "მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ „ამნისტიის შესახებ“ „ამ მავნებლურ კანონს მიიღებს“, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს". როგორც ბოკუჩავა ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა