„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი - 20 უბნის გადათვლა სრულ სურათს ვერ მოგვცემს - საგამოძიებო კომისიის შედეგები ვერ უზრუნველყოფს წინა არჩევნების ნდობას

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საარჩევნო ადმინისტრაციას პასუხები არჩევნების შემდეგ უნდა გაეცა და ამის ამდენი ხნის შემდეგ გაკეთება ვეღარ უზრუნველყოფს იმ ნდობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდა ყოფილიყო.

როგორც დოლიძემ საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, მაშინ როდესაც არჩევნებზე 3800 უბანი იყო, სრულ სურათს ვერ შექმნის.

„უკვე საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნებს პასუხი გასცემოდა მაშინვე. ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ ამდენი ხნის შემდეგ პასუხის გაცემა ვეღარ უზრუნველყოფს იმ ნდობას, რომელიც უნდა ყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი მომხდარიყო მაშინ, როდესაც არჩევნები ჩატარდა. ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას და კომისიებს. ახლა 20 უბნის გადათვლა ვერ მოგვცემს სრულ სურათს, როდესაც სულ 3800 უბანი გვქონდა. მხოლოდ ISFED-ს ჰქონდა 375 საჩივარი და აქედან 160 უბნის შედეგების გადათვლას ვითხოვდით. ამიტომ, ცხადია, ახლა ამ კომისიის შედეგები ვერ უზრუნველყოფს წინა არჩევნების ნდობას”,- განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმითვე, კომისიის წევრების შეკითხვები შეეხებოდა მისი ორგანიზაციის მუშაობის მეთოდოლოგიას და პარალელურ დათვლებსაც.

„ბევრი ვისაუბრეთ იმ პრობლემაზე, რაც ჩვენი მხრიდან გამოვლინდა, თუმცა მათი ინტერესი იყო არა მხოლოდ ფაქტებთან დაკავშირებით, არამედ ჩაგვეკითხნენ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით - როგორ ვიძიებთ ფაქტებს, როგორ ვამოწმებთ. ამიტომ, როგორც მივხვდით, კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, არამედ „სამართლიანი არჩევნები” როგორ მუშაობს. სწორედ ამას მიუთითებს ისიც, რომ ჩვენ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან არიან დაინტერესებული ორგანიზაციის საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეცა პასუხები.

მათ დასვეს შეკითხვა პარალელურ დათვლებთან დაკავშირებითაც. ჩვენი პასუხი არის ის, რომ პარალელური დათვლის შედეგები ორგანიზაციამ გაასწორა, თუმცა იმის გამო, რომ ეს იყო დაგვიანებული კომუნიკაცია, ორგანიზაციამ შეცვალა ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი და შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჩვენ დამატებითაც გვთხოვეს გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელსაც მივაწოდებთ”,- განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში