ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდს და სასამართლო „კლანს“ ერთმანეთი სჭირდებათ

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდს და სასამართლო „კლანს“ ერთმანეთი სჭირდებათ. მისი თქმით, ისინი შესაძლოა, ერთმანეთს „ამაგრებდნენ, ან აშანტაჟებდნენ“.

როგორც ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნავს, სასამართლო „კლანს“ მმართველი პარტია სჭირდება პოზიციების გასამყარებლად, მმართველ პარტიას კი სასამართლო სჭირდება, როგორც გარანტია.

„დღეს თუ რამე ამაგრებს „ქართულ ოცნებას", რომელსაც უმძიმესი მოცემულობა აქვს, ეს არის ძალოვანი უწყებები, რომელიც რეალურად პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული და სასამართლო სისტემა, რომელთანაც გარიგება დაიდო. ახლა, ერთმანეთი ჰყავთ მძევლად. სასამართლოს იმ „კლანს" სჭირდება მმართველი პარტია, როგორც გარანტი, რომ ის ხელს არ შეუშლის რასაც აკეთებს ამ პროცესში“, - აღნიშნავს ბესელია.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ეკა ბესელია „ქართული ოცნების" უმძიმეს მოცემულობაზე, აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, „ერთად აღებული ოპოზიციის ისე არ ეშინიათ, როგორც გახარიასი“.

„ადგილობრივ არჩევნებზე 143% რომ დაიწეროს მმართველმა პარტიამ და ეს ოქმები თავზე გადაახიოს ყველას, ეს საქმეები იმავე სასამართლოში წავა, ამის იმედი აქვთ. ამის იმედად საუბრობენ, რომ ეს სასამართლო, დაბრმავებული მოსამართლეები იტყვიან, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აქ რა წერია. 43%-ს ვერ აიღებენ, ამის რომ ეშინიათ, გახარიას ამიტომ უტევენ, ამიტომ გახდა „ცუდი მენეჯერი", „მოღალატე" არა თუ არაფრად აგდებენ, ალბათ, ერთად აღებული ოპოზიციის ისე არ ეშინიათ, როგორც გახარიასი“, - აღნიშნავს ბესელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა