დღეიდან იუსტიციის სამინისტრო სტუმრებს „სოხუმსა" და „ ცხინვალში" უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმის და ცხვინვალის სახელები მიენიჭა. სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა.

რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ.

„ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა”,- წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა