ბექა ოდიშარია - მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს - ამის შესახებ, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზა სწორი ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიაა.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ ძირითად პრინციპს თუ როგორ ნაწილდება თანხა კონკრეტულ ადამიანებზე. მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს. ამ პროცესებით არავინ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენა დაპირისპირებული მხარეების მოსმენას დაუთმო.

საქართველოში მოქმედმა ოთხასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის გადაწყვეტილებით “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში“ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა