გივი მიქანაძე - “სამართლიან არჩევნებს" უნდა ახსოვდეს, რაოდენ მძიმე იყო ის სიტუაცია, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მათ მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია - შეცდომა იყო ეს თუ მიზანმიმართული, ვერ შევაფასებ

როდესაც “სამართლიანი არჩევნები” ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, უნდა ახსოვდეს, რაოდენ მძიმე იყო ის სიტუაცია, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მათ მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია - შეცდომა იყო ეს თუ მიზანმიმართული, ვერ შევაფასებ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის იმ განცხადებას, რომ მხოლოდ 20 საარჩევნო უბნის გადათვლით სრული სურათი ვერ შეიქმნება. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, აღნიშნული 20 უბანი ყველაზე პრობლემურია, რადგან ყველაზე მეტი დისბალანსი გამოვლინდა.

“ეს მისი შეფასებაა, რასაც ვერ გავიზიარებ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი 20 უბანი. ეს არის ყველაზე პრობლემატური 20 უბანი, რომელიც 3800 უბნიდან გამოიკვეთა. ეს არის ის უბნები, სადაც ყველზე დიდი დისბალანსი და ყველაზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან. ამიტომ, ჩვენ ვსწავლობთ ამ უბნებს და ამ უბნების შედეგებიდან გამომდინარე ანალიზს ვაკეთებთ მთლიან პროცესთან მიმართებით. ვსწავლობთ არა მხოლოდ გადათვლის შედეგად, არამედ სიღრმისეულად იმ უბნების კომისიის და ოლქის თავმჯდომარეებთან შეხვედრის ფორმატში, რომელთაგანაც დამატებით ინფორმაციას ვიგებთ.

როდესაც ამაზეა საუბარი მათ უნდა გაითვალისწინონ, რა შეცდომები დაუშვეს. რაზეც თვითონ აპელირებენ, კანონის ფარგლებში იყო და ამაზე თანხმობა განაცხადეს. ის 20 უბანი, რაზეც კითხვის ნიშანს სვამენ, ვერ იქნება მარტივად აღქმული, რადგან ეს არის ყველაზე პრობლემატური უბნები, რომლიდანაც ვიღებთ შედეგს, რომ არსებითად მიღებული ხმების მიხედვით შედეგი არ იცვლება. მაგრამ გამოიკვეთა შეცდომები, რომელიც არის ტექნიკური და დაკავშირებულია უპასუხისმგებლობასთან, გულგრილობასთან და კომპეტენციის ნაკლებობასთან, რაზეც რეკომენდაციებიც გვექნება და ცესკოს თავმჯდომარესთანაც ვისაუბრებთ”, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, მაშინ როდესაც არჩევნებზე 3800 უბანი იყო, სრულ სურათს ვერ შექმნის.

“ახლა 20 უბნის გადათვლა ვერ მოგვცემს სრულ სურათს, როდესაც სულ 3800 უბანი გვქონდა. მხოლოდ ISFED-ს ჰქონდა 375 საჩივარი და აქედან 160 უბნის შედეგების გადათვლას ვითხოვდით. ამიტომ, ცხადია, ახლა ამ კომისიის შედეგები ვერ უზრუნველყოფს წინა არჩევნების ნდობას”,- განაცხადა დოლიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს