მამის დღე, 20 ივნისი, საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად, ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის ტექნოლოგიური ვორკშოპი გაიმართება. ვორქშოპის მიზანია მამებმა შვილებთან ერთად იმუშაონ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დაახლოვებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დააინტერესებას შეუწყობს ხელს. ღონისძიება გაიმართება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის “მამები და შვილები” პრეზენტაცია. ღონისძიების მოდერატორები მწერლები ზვიად კვარაცხელია და დათო გორგილაძე იქნებიან. წიგნი 2020 წელს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში, გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა.

20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში “8+1”, საბავშვო წიგნის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან. “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” გასულ წელს კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის