გია ნოდია - მმართველ პარტიაში შეშინდნენ გახარიას წასვლით და უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება - ივანიშვილი ამ ვითარებით უკმაყოფილოა და რაღაც სვლებს ეძებს

აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის ერთგვარი გაბნეულობის ელემენტები. უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე შეფასებით, მმართველ ძალაში გიორგი გახარიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნით შეშინებულები არიან და ბიძინა ივანიშვილი ამ ვითარებით უკმაყოფილოა.

„ისინი ძალიან შეშინდნენ გახარიას გადასვლით და რაღაც უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამ ვითარებით უკმაყოფილოა. ბუნებრივია, რომ ის ეძებდეს რაღაც სვლებს, რომ ეს მისთვის არასასიამოვნო პროცესი გარკვეულად შეაჩეროს. ოფიციალურად ჯერ არაფერი ნათქვამი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ერთგულება. როგორც ჩანს, ის ფსონს დადებს იმ ადამიანებზე, რომელიც მისი ერთგულია, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური ამომრჩევლისთვის უფრო მისაღებია,“- განაცხადა გია ნოდიამ.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო