კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

„ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უმრავლესობის წევრების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელიც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.

მან კატეგორიულად უარყო ჟურნალისტების შეკითხვა განიხილავენ თუ არა ამ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევას და იგეგმება თუ არა ,,ქართული ოცნების” გუნდში ცვლილებები.

„კატეგორიულად ვუარყოფთ. ბოლო ერთი კვირაა ცდილობთ ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც რეალურად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, ეს არის რეალური მიზეზი ჩვენი შეხვედრის”, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება