გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშავოთ - ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი "ქართული ოცნების" მხრიდან მიზანმიმართულად არის გაყინული.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლების არასწორი, გაყინვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

"დღეს ჩვენ ვმსჯელობთ უმძიმეს პრობლემაზე, რომელიც საქართველოს აქვს. ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინულია. შესაბამისად, შეგვიძლია ექსპერტებთან ამ დიალოგს, რომელიც გვაქვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს, დავარქვათ "როგორ გავალღოთ ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი". ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, არ უნდა დაველოდოთ "ქართულ ოცნებას" და შევცვალოთ ის არასწორი, გაყინვის პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს "ქართულ ოცნებას". ეს არის მიზანმიმართული მათი მხრიდან და აუცილებლად უნდა დავაჩქაროთ ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გვექნება ძალიან ბევრი ინიციატივა, შევთანხმდებით ექსპეტულ წრეებთან, ვითანამშრომლებთ ასევე უკრაინულ ოპოზიციასთანაც. გვექნება ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც დააჩქარებს ამ პროცესს",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინტერფრაქციულ ფორმატში ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმართება საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, სადაც ,,დიდი შვიდეულის”, ნატო-ს და აშშ-რუსეთის სამიტები უნდა განიხილონ.

გაიმართება საჯარო დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" ინფორმაციით, იმისათვის, რომ საქართველომ გაააქტიუროს მუშაობა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით და საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშავოთ - ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს