კახა კუჭავა - აუცილებელია ვენეციის კომისიის დასკვნა განვიხილოთ - თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინოთ

ეს დასკვნა არის პოზიტიური, ის რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, ეს პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ მათ ვინც არ მიიღეს მონაწილეობა პარლამენტში მუშაობაში უნდა ჩაერთონ ამ ეტაპზე მაინც, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნას, სადაც საუბარია, რომ ისურვებდნენ ოპოზიციის მეტ ჩართულობას და უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს, მათ შორის იმ რეკომენდაციებთა დაკავშირებით რომელსაც ეუთო/ოდირი გასცემს.

კახა კუჭავას თქმით აუცილებელია კომისიის დასკვნა იყოს განხილული და გათვალისწინებული.

,,ფაქტი ერთია, რომ აუცილებელია ვენეციის კომისიის დასკვნა იყოს განხილული და გათვალისწინებული. იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. ვიცი, რომ ეს ძალიან პოზიტიური დასკვნაა და თუ რაიმე შენიშვნა არის მოცემული, აუცილებელია ესეც იყოს გათვალისწინებული”, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნული.

ვენეციის კომისია და ODIHR აცნობიერებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებული პროექტი მომზადებულია მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა არჩეული ოპოზიციური პარტიის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე და იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ მონაწილეობდა ცვლილებების თავდაპირველი პროექტის მომზადებაში, რომელიც განხილულია 2021 წლის 30 აპრილის პირველ ერთობლივ დასკვნაში.

2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში დაბრუნება და შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის გადასინჯვა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აშკარად მისასალმებელია - თუმცა ყველა არჩეულ ოპოზიციურ პარტიას ჯერჯერობით შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და საპარლამენტო მანდატები არ მიუღია,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა