მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და შესაბამისად, პარტიის გასვლით სხდომაზეც საკადრო ცვლილებებზე არ იქნება მსჯელობა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ გასვლით შეხვედრაზე ყველა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ თემებზე იმსჯელებენ.

„სრული სერიზულობით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ცვლილებაზე არ იქნება საუბარი არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში. მსგავსი საკითხები არ განიხილება. ასევე, დღეს არ განიხილება მერების საკითხი. ანუ პარტიული და საარჩევნო საკითხები დღეს არ განიხილება. აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები. დღეს ჩვენ განვიხილავთ სამომავლო გეგმებს და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. საკადრო ცვლილებები მაღალ დონეზე და პარტიულ საკითხთან დაკავშირებით პარტიულ მენეჯმენტში არ იქნება. შეიძლება ადგილობრივ დონეზე იყოს გარკვეული ცვლლილებები, მათ შორის შტაბის უფროსებია დასანიშნი, მაგრამ დღეს ეს საკითხები არ განიხილება“, - აცხადებს მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა