მამუკა მდინარაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები

„საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური , თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად, მოადგილესთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში რაიმე არსებითი, კრიტიკული შენიშვნა ან რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, არ არის.

“ჯერ წინასწარ არ მინდა ანონსი, რას გავითვალისწინებთ და რას - არა, პრინციპში ყველა შენიშვნა არის საყურადღებო, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა, ასევე გაიმართება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რამდენად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შარლ მიშელს შეთანხმებასთან, შევეცდებით, რომ მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ შარლ მიშელის შეთანხმება. საყურადღებო იქნება აგრეთვე ამ გადაწყვეტის დროს ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაცია. საერთო ჯამში ის არის პოზიტიური, რაიმე არსებითი კრიტიკული შენიშვნა, ან რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, ასეთი არ არის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო