გიორგი ვაშაძე - ვეთანხმები კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც სასამართლოს ეხება - "კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს, ისინი იმსახურებენ მათრახებს

„კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი­ იმსახურებენ მათრახებს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის შესაძლოა, ევროკავშირის და ამერიკის მხრიდან სანქციებიც კი დაწესდეს.

„სრულად ვეთანხმები ქალბატონი კელი დეგნანის იმ განცხადებას, რომელიც ეხება სასამართლოს. "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით ვაცხადებ, რომ "კლანს" აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და მოვუსწრაფებთ იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ! ისინი იმსახურებენ მათრახებსაც და ყველაფერს! ნაბიჯ-ნაბიჯ ამას მივაღწევთ. შარლ მიშელის დოკუმენტი არის დოკუმენტი, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენც და "ქართულ ოცნებასაც", ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ამ ბეჭედს და ამ შეთანხმებას თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, იქნებიან სანაგვეზე! აუცილებლად ასე იქნება! ახლა კატასტროფა ხდება, ეს არის აღვირახსნილი ქმედება და ამ აღვირახსნილ ქმედებას ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით. იქნება ფინანსური სანქციები ევროკავშირის და ამერიკის მხრიდანაც ამაზე უკვე ვმუშაობთ. სანამ არ გაკეთდება რაღაც, მანამდე არ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი დახმარებას",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი