კახა კუჭავამ დიპლომატიური კორპუსთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ პრობლემა იძულებით გადაადგილებულ პირების საკითხი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ. ასევე საქართველოში, თქვენც გყავთ იძულებით გადაადგილებული ადამიანები და გაქვთ გამოცდილება, აუცილებელია მათ გვერდით დგომა“, – განაცხადა საბინე მახლმა.

ამასთან, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი ჰუმანიტარული დახმარების გამცემია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კონფლიქტით ან სხვა მომიჯნავე პრობლემით არიან დაზარალებული.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ საზოგადოებასთან ერთად მსოფლიო ლტოლვილთა დღის აღნიშვნა. შეერთებული შტატები მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი ჰუმანიტარული დახმარების გამცემია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კონფლიქტით ან სხვა მომიჯნავე პრობლემით არიან დაზარალებული. შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონი გამოუყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი პროგრამები შეეხო მათ საცხოვრებლით, ჯანდაცვით და ამ ტიპის სხვა საკითხებით უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რათა გავაანალიზოთ, რომ ამ ხალხს ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა