საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან და მასთან ბოლო სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.

„ქართულ მედია საშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე. საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებაა.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა და თვლის, რომ არ უნდა იყოს დაკავებული.

მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ გაირკვეს სიმართლე აღნიშნულ საქმეზე და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელზეც მისი ადვოკატი დაიცავს მის ინტერესებს.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება.

აღსანიშნავია, საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების მომენტიდან კომუნიკაციაში იმყოფება ასევე ათენის პოლიციას შესაბამის განყოფილებასთან, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას 20 წლის გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალი არასდროს ქონია წაყენებული. თავდაპირველად ის დააკავეს არალეგალურად ყოფნის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, და მოგვიანებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, გამოიკვეთა მისი ბრალულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეში. პოლიციის ინფორმაციით, ამჟამად ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს აღნიშნულის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ, დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საელჩოს შუამდგომლობის შემდეგ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს