ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან - მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის განცხადებას.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა იმოქმედოს იმ გამოწვევების შესაბამისად, რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში.

,,ჩვენ მოვისმინეთ კელი დეგნანის ეს განცხადება. ყურადღებით ვისმენთ და ვიღებთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან. მთავარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი. ჩემი პასუხი იქნება ამ ფორმით, მეტ სიღრმეში ვერ შევალ, ვისმენთ კონკრეტულ მოსაზრებებს და ჩვენი ამოსავალი პრინციპია იმ გამოწვევების შესაბამისად მოქმედება რომელიც შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სახელმწიფო რგოლთან მიმართებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც, მისივე შეფასებით, ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო:ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან - მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო