ანრი ოხანაშვილი მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფუჭ განგაშს“ უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფუჭ განგაშს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტიისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლით შეხვედრაზე საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ იყო. მისივე განმარტებით, იმსჯელეს საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ეს არის წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

„ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები და კონკრეტული ნებიჯები, რომელიც დაწყებულიც არის და ასევე იგეგმება სოფლის მეურნეობასთან, ინფრასტუქტურასთან, წყალთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ პრეზიენტაცია სერვისებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ხედვები აქვთ, ამიტომ ეს კონკრეტული გეგმები ძალიან მალე და შემდგოში გრძელვადიან ვადებში რეალიზდება ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

კიდევ ერთხელ უნდა გაგიცრუოთ იმედი ფუჭ განგაშთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, მედიაში იყო კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. არანაირ საკადრო ცვლილებებზე არ არის საუბარი. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, შესაბამისი ფუნქციების მქონე პირებზე გადანაწილებულია კონკრეტული საკითხები. ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მივყვებით კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას“, - აცხადებს ოხანაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა