დავით ზალკალიანი - დიპლომატიურ ფორუმზე შეხვედრის ძირითადი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ის უკანონო ქმედებები იყო, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე შეხვედრის მთავარ საკითხებს შორის ორი ძირითადი თემა იყო - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ზალკალიანის განმარტებით, გაერო-ს, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ აქტორს, მნიშვნელოვანი როლი აქვს იმისთვის, რომ სიტუაცია წაიყვანოს დეესკალაციის მიმართულებით.

„ორი ძირითადი თემა იყო ჩვენი შეხვედრის მთავარ საკითხებს შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ის უკანონო ქმედებები რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან - უკანონო დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და რა თქმა უნდა, გაერო-ს, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ აქტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს იმისთვის, რომ სიტუაცია წაიყვანოს დეესკალაციის მიმართულებით. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, გახელაძის თემა, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა საერთაშორისო ბერკეტი და მექნიზმი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატზე გვქონდა დეტალური საუბარი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი უფრო ეფექტიანი გახდეს და მისი ინსტრუმენტები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული მთავარი პრინციპების შესრულებისთვის, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაბრუნების კუთხით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან, მოხდა საჯაროდ გაჟღერება მიუღებლობის, რაც ხდება საქართველოში, კერძოდ, ჩვენს ოკუპაციასთან დაკავშირებით. მან ჩვენ მოგვიხსენია როგორც თურქეთის ძმები, ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ვიცით, რომ ძალიან მკაფიო იყო თურქეთის პოზიცია ნატო-ს ბოლო სამიტზე და დღევანდელ ფორუმზე გაჟღერებული საჯარო გზავნილები მიანიშნებს თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის მოლპარაკების პროცესში.

„საუბარი შეეხო იმ უაღრესად მნიშვნელოვან სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია. მაღალი შეფასება მისცა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მცდელობას, რომ დაახლოვებულიყო მხარეთა პოზიციები ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის მიმართულებით და გამოითქვა იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ფასილიტაციის პროცესი და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში, როგორც მშვიდობისმყოფელი, რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად და ამაში ჩვენ გვექნება გაეროს მხარდაჭერა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა