დავით ზალკალიანმა და დმიტრო კულებამ რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას.

მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვრული უახლოეს მომავალში.

ამასთან, მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს