ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოქალაქეებს ფიზიკურად აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, ხელისუფლებაში არ არიან და პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს ფიზიკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ქართველმა ხალხმა გამოუტანა სამუდამო განაჩენი, რომ ვერასდროს მობრუნდებიან, უკვე პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს და აქვთ ტერორის მცდელობა“ , - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას არ დავუშვებთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო უწყების შეფასება და რა საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ. შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი უჩნდება, მიაწოდეთ ან გაასაჯაროეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენს ხელთ არის. მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზეც მათ ისაუბრეს“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო