ლევან დავითაშვილი - სამინისტროს გააჩნია 2030 წლისთვის დეტალური საგზაო რუკა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომში გამართულ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული საგზაო რუკა თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ „კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“.

„ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს და გვაჩვენებს 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გვქონდეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე. აღნიშნული დოკუმენტი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა