კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.

„პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.

დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანიას“ კონსერვაციის სპეციალისტი“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია თბილისში ერთ-ერთი არაბული წარწერის დაზიანებასთან დაკავშირებით.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს