მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება

მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

ივნისის ბოლო პარასკევი 25 ივნისია. ამ დღეს დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიშით პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.

საგაზაფხულო სესია სწორედ პრემიერ-მინისტრის მოსმენით დაიხურება.

ამასთან, ამით პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და რიგგარეშე სესიის ფორმატში მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენასესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო