ავსტრიის განვითარების სააგენტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამთო აღჭურვილობას გადასცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით სამთო-სამაშველო აღჭურვილობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა დღეს საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„ევროპელი პარტნიორების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებით შეძენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფის ტექნიკური ბაზა განახლდება.

ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები პირველი მორეაგირე ძალაა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი ოპერაციებისას. მათ ხშირად საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის განსაკუთრებულად რთულ რელიეფსა და გარემო პირობებში შესრულება უწევთ.

ავსტრიელი პარტნიორების მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამმართველოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, როგორც მეხანძრე-მაშველთა დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, ოპერაციების უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩასატარებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო