ირაკლი ქადაგიშვილი - პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა დესტაბილიზაციის შემოსატანად, ამაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები

20 ივნისთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ სამართლიანად და ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულთა მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად, ამიტომ ამნისტია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, აუცილებლად შედგება.

„20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით, ერთი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს - რბილად რომ ვთქვათ, რასაც პარლამენტში გავრილოვის საქციელს მოჰყვა და მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როცა რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყოთ, იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, ის პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ, მე ვფიქრობ, ზუსტად და ძალიან სამართლიანად გაყო პასუხისმგებლობები. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობად და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა - გადადგა თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. მეორე პოლიტიკურ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის და ახალგაზრდების პროტესტი გადაზარდა შტურმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დალაშქვრაში და რა თქმა უნდა, თვითონ იმ აქციის მართვა-დაშლის და პრევენციის საკითხი, რაზეც იყო საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის დისკუსიის რეჟიმში, მაგრამ ეს სამი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია, შედეგებიც დამდგარია და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დიდი ამნისტია, რომელიც პოლიტიკურს და მათ შორის, სისხლისსამართლებრივ დევნასაც გულისხმობს, აუცილებლად შედგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში