იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

კომიტეტის წევრები, პირველი მოსმენით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება. მოქმედი რეგლამენტით სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება 76 ხმით ხდება.

რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა