სოზარ სუბარი - 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი ნამდვილად იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია -  დღემდე პასუხი არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან, 20 ივნისთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, ის, რომ 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი განხორციელდა, ეს ცალსახაა.

„მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში და ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე, ყველანი ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს სხვადასხვა საგნით, როგორ პირდაპირ იტაცებდნენ მათ რიგებიდან და როგორც იყო მცდელობა შეჭრილიყვნენ პარლამენტში. შტურმი იყო ნამდვილად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არ იყო, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხებია, მაგრამ ამ შტურმს ჰყავდა თავის ორგანიზატორები და შემსრულებლები. დღეს უბრალოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ეს არის და სიტყვა-სიტყვითაც ეს წერია, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია პროცესის მონაწილე ყველა მხარეზე, როგორც შტურმის მონაწილეებზე და მათზე, ვინც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ისე იმ პოლიციელებზე, რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მართლა პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. ეს არ შეეხება სხეულის მძიმე დაზიანებას და კონვენციურ დანაშაულებს, როგორიცაა წამება ან წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას. ეს ფურცელი უნდა გადავფუცლოთ- ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება.

ეს იყო შტურმი, ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი ოპერაცია, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა