მეუფე ნიკოლოზი - მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და უვლიდა

ჩვენ ეკლესიამ მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ - ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელის მეუფე სპირიდონის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად ეს საქმე სხვებმა უნდა გააგრძელონ.

"ჩვენ ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ. ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა. რამდენმა ბავშვმა დაამთავრა ეს სასწავლებელი, რამდენი წარმატებული ადამიანია, არა მარტო ამ სასწავლებლებში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმის კეთება დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ შიშველი ხელებით კეთდებოდა ეს საქმე ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული. ასე ამბობენ: "მე გავაკეთე და უკეთესად გააკეთოს სხვამ". ახლა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად სხვებმა გააგრძელონ ეს საქმე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა. მეუფე სპირიდონი კი, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, პანსიონიდან საკუთარი ნებით წავიდა.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება