სოზარ სუბარი - ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს

ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველადი გეგმა, დეტალებზე მთავრობასთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.

„მთავრობამ წარმოადგინა ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა, ეს არის პირველადი გეგმა, დეტალებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ სექტემბრიდან საბოლოო სახე მიიღოს. გეგმა პრაქტიკულად მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტს, განათლების რეფორმა, ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, სივრცითი მოწყობა, კონფლიქტებთან დაკავშირებით რა პოლიტიკა უნდა გავატაროთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ და ა.შ. გეგმა პრაქტიკულად მოიცავს ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტს, მათ შორის გამოვყოფ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2030 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს საქართველოს ყველა ცენტრალური და სოფლის გზის გაკეთება. 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. იგივე შეეხება გაზიფიცირებას. პრაქტიკულად წარმოდგენილი იყო სრული სურათი. დარწმუნებული ვარ, ეს არის გეგმა, რომელიც აუცილებლად შესრულდება , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბოლო სამი თვეა, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დადებითი ტენდენციებია.

“ბოლო სამი თვეა, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ძალიან დადებითი ტენდენციები წამოვიდა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მიერ წარმოდგენილი იყო გეგმა, რომელიც იმედს გვაძლევს რომ ეს ტემპი არ იქნება მცირე ვადიანი და გაგრძელდება როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი 10 წლის განმავლობაში. უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ბუნებრივია აისახება სიღარიბის დაძლევაზეც და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“ , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს