პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

დღეს, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.

საგამოძიებო კომისია, 21 ივნისის სხდომაზე, ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა