სომხეთის არჩევნებში, ხმების 86.4%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების 4.1%.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეო:სომხეთის არჩევნებში, ხმების 86.4%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია