მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყება

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყებს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

„პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს. 10 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. ჩატარდება არაერთი კონკურსი, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და სხვა, მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე, სხვადასხვა აქტივობა ქალ მეცნიერთა როლის წარმოსაჩენად და ა. შ.

2021 წელს ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის