შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვაკვირდებით და დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვაკვირდებით და დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა და იმის გაგება, თუ როგორია პირადად მისი შეფასება ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა თან.

„დღეის მდგომარეობით, კომისიამ 20 უბანი უკვე გადაითვალა, სულ გადათვლილია 60 საარჩევნო უბანი, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების ორი პროცენტია. იცით, რომ წინა დათვლისას განსაკუთრებული ხარვეზი არ ყოფილა, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავით, როცა ვსაუბრობდით, რომ იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც თან ახლავს ასეთ პროცესებს, სადაც ჩართულია კომისიის 50 ათასი წევრი - ადამიანური ფაქტორები ასეთ ხარვეზებზე მოქმედებს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს