ზაზა წერეთელი - რთულია დაგეგმო მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც კონკრეტულად არ იცი როდის, რა და რამდენი ვაქცინა შემოვა

რომ დააკვირდეთ იმ ციფრს, რამდენი ადამიანი იცრება ყოველდღიურად საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი - მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს არ აღმოაჩნდა საშუალება, უკვე მეოთხე თვის განმავლობაში, ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ყოფილიყო, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოვა ვაქცინები, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, რთულია დაგეგმო მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც კონკრეტულად არ იცი „როდის, რა და რამდენი შემოვა“.

„რომ დააკვირდეთ იმ ციფრს, რამდენი იცრება ყოველდღიურად საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინების ის რაოდენობაც არ არის, რომ დღეში 10 000 ადამიანი აიცრას, იმიტომ, რომ ვაქცინა არ არის საქართველოში. ამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ აღმოაჩნდა საშუალება, უკვე მეოთხე თვის განმავლობაში, ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ყოფილიყო. ჯერ კიდევ ისმის ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოვა ვაქცინები, მაგრამ რთულია დაგეგმო მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც კონკრეტულად არ იცი როდის, რა და რამდენი შემოვა. სამწუხაროდ, საინფორმაციო კამპანია, იმისთვის, რომ მოსახლეობა მზად იყოს ვაქცინაციისთვის, არის ძალიან ნელი ტემპით“ , - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ორი დოზით აცრა.

„მხოლოდ ორი დოზით აცრის შემდეგ თქვენი იმუნიტეტი არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ნებისმიერ შტამს გაუძლოს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, ჩინური ვაქცინები როგორ მუშაობს ახალ შტამებთან მიმართებაში. ბოლო დროს ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. ამ ვაქცინას უკვე ახალ შტამებზე ცდიან. ახალ შტამებზე ცდებისას აღმოჩნდა, რომ იგი დაახლოებით 80-85%-ით ეფექტურია. ამ ვაქცინამ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან მიმართებაშიც კი კარგი შედეგი აჩვენა“ , - აღნიშნა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა