ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ამ კუთხით კანონმდებლობა სრულყოფილია

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ამ კუთხით კანონმდებლობა სრულყოფილია.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩატარდება რიგგარეშე სხდომები, რათა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება მოხდეს და ადგილობრივი არჩევნები ახალი კოდექსით ჩატარდეს.

„რა თქმა უნდა, საარჩევნო რეფორმაში ჩავდეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იყო გაცემული. კანონმდებლობა ამ კუთხით სრულყოფილია. რიგგარეშე სხდომები გვექნება, რათა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება და მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ახალი კოდექსით და განახლებული კომისიით ჩატარდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა