ანა ნაცვლიშვილი - რასაც ჩვენ ახლა უნდა შევებრძოლოთ, არის ძველი და კარგად ნაცნობი ვირუსი - ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დიდი ცდუნება

თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ახალი ვირუსია, მაგრამ მე გეტყვით, რომ ის, რასაც ჩვენ ახლა უნდა შევებრძოლოთ, არის ძველი და კარგად ნაცნობი ვირუსი - ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დიდი ცდუნება, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრ ლადო კახაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კახაძემ პანდემიის სამართავად მთავრობისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივების თაობაზე კანონპროექტი წარმოადგინა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, 2019 წლის შემდეგ, როცა პირველად მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილებები და უფლებამოსილება მთავრობას გადასცა, ვითარება შეცვლილია.

„ნუ დავამახინჯებთ სურათს, ეს კანონპროექტი არ არის მხოლოდ ვადის გახანგრძლივება, ეს არის უზარმაზარი, უკონტროლო პასუხმოუკითხავ ვითარებაში მთავრობისთვის უფლებამოსილების გადაცემა, რომელმაც ერთხელ არ ჩათვალა ვალდებულად თავი ანგარიში გამოექვეყნებინა ან პარლამენტში მოსულიყო და საზოგადოებისთვის ჩაებარებინა ანგარიში, აქამდე როგორ მართა ეს ძალაუფლება. რატომ თვითონ არ ითხოვს მთავრობა ამ უფლებამოსილების გადაცემას და თქვენ რატომ ითხოვთ ამას მუდმივად. საერთოდ, სანამ ვიმსჯელებთ გახანგრძლივება-არგახანგრძლივებაზე, მთავრობა მოვიდეს და ანგარიში ჩაგვაბაროს ყველა მიმართულებით რა გააკეთა, აღიაროს შეცდომები და გადაცდომები, რომელიც დაემართა ამ უკონტროლო ძალაუფლების ფლობის დროს და რა ნაბიჯები გადადგა, რომ იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს. კორონავირუსი შედარებით ახალი ვირუსია, მაგრამ დადასტურებულია ისტორიულად, რომ ძველი და საშიში ვირუსია სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელზეც მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ აქ არ მობრძანდება მთავრობა ანგარიშებით, დასაბუთებით შეიარაღებული და არ ჩააბარებს საქართველოს მოქალაქეებს ანგარიშს თითოეულ დღეზე, თითოეულ თეთრზე, რომელიც მივიღეთ გრანტის, სესხის სახით და მერე გადავწყვიტოთ, თუ დამაკმყოფილებელი იქნება ეს ანგარიში, საჯაროდ ვდებ პირობას, იმის მიუხედავად, რომ პრინციპულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ პარლამენტმა მართოს ეს სიტუაცია და არა მთავრობამ, თუ მთავრობის ანგარიში იქნება დამაკმაყოფილებელი, დავუჭერ მხარს ვადის გახანგრძლივებას. თუმცა, ასე უპასუხისმგებლოდ ამის გაკეთებას სამართლის ენაზე ჰქვია თვითნებობა და თვითნებობის დაკანონება პარლამენტის მხრიდან არის სირცხვილი, ამას ვერ გავაკეთებთ,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა