შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიები შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, რასაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გაითვალისწინებენ ან ვერ გაითვალისწინებენ

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, რასაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გაითვალისწინებენ ან ვერ გაითვალისწინებენ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციასთან შეთანხმებით ვენეციის კომისიიის რეკომენდაციებიდან ვერ გაიზიარებენ, პარტიული წევრის გამოწვევის დასაბუთებას ეხება.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც შექმნილია საარჩევნო თემაზე სამუშაოდ, საკმაოდ ეფექტიანია და კონსტრქუციულია.

დღეს გავიარეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები. ძირითად საკითხებზე იმასთან დაკავშირებით, რას ვითვალისწინებთ და რას ვერ ვითვალისწინებთ, შევთანხმდით.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხს პუნქტობრივად გავივლით და დარწმუნებული ვარ, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც ვერ ვიზიარებთ, ეხება იმას, პარტიული წევრის გამოწვევას დასაბუთება რომ უნდა სჭირდებოდეს. ოპოზიცია თვლის, რომ უნდა ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დასაბუთების გარეშეც გამოიწვიონ. ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხი არ ყოფილა, შეგვეძლო გაგვეზიარებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, თუმცა რადგან ოპოზიცია ასე თვლის, კი ბატონო”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა