ჯერ მათი შესრულებული სიტყვა არ გვინახავს, რომ ეს შეასრულონ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა” საკუთარ სიტყვას გატეხს და შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდება.
„ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც „ნაციონალურო მოძრაობა”, დარწმუნებული ვარ, გატეხს სიტყვას. მოუწევს დაემორჩილოს იმ წნეხს, რომელსაც განიცდიან და საბოლოო ჯამში მოაწერენ ხელს”,- განაცხადა პაპუაშვილმა.