პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

21-24 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი იღებენ. ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ.

„პლენარული სესიის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების გამოსვლა დებატებზე, ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის თანამდებობის პირებთან.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც ამ პოზიციაზე დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კუჭავა ჩაანაცვლა, მუშაობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დღეიდან შეუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სესია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს