ანონსი 22 ივნისი

22 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

22 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

22 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) კონფერენციას -„ციფრული საარჩევნო კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში“ გამართავს.

კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1, Filini Iveria Terrace.

22 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთით მიყენებული ზარალის დაბრუნების მექანიზმი.

მის: წინამძღვრიშვილის ქ. N119

საკონტაქტო: 599 43 74 03

22 ივნისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ვახო კალოიანის და ლაშა დამენიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შსს უწყებიდან გათავისუფლებული სუს-ის თანამშრომელი მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

მის: ბარნოვის # 40

22 ივნისს, 11:30 საათზე, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პურის ფასი

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

22 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

22 ივნისს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ლაშა ჩხარტიშვილი, პრემიერ მინისტრებისა და ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, ვაქცინაციისა და კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივარს პერფორმანსის ფონზე შეიტანს,

მის.: გორგასლის ქუჩა N24, 0114

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

22 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

22 ივნისს, 14:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ანგარიშის - კორონავირუსის პანდემია უფასო იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი პრეზენტაციას გამართავს.

მის: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 8

22 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

22 ივნისს, 16:00 საათზე, ქართველი და უცხოელი დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად წიგნის, „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციაზე შეიკრიბებიან.

ღონისძიებას დაესწრება და დამსწრე საზოგადოებას მიმართავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

მის: ა. ფურცელაძის ქ. #3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, შიდა ეზო (ღია სივრცე).

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06

22 ივნისს, 19:00 საათზე, პროექტის „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ პრეზენტაცია და პირველი ღონისძიება - „ტერენტი გრანელი, როგორც მხატვარი“ გაიმართება.

მის: გიორგი მაზნიაშვილის #31

საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 5 77 17 30 04

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა