დავით ზილფიმიანი - არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა,- ამის შესახებ “ევროპელი-სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების გამოკვლევის შედეგად არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით პასუხი იმდენად დადებითია, სკეპტიციზმის უფლება აღარ აქვს.

“ჩვენ სადავო უბნების გამოკვლევა დავიწყეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ენერგია არ გვყოფნიდა, უბნები შევარჩიეთ ალბათური წესით და დავიწყეთ გამოკვლევა, მაგრამ ეს მღრღნიდა მაინც სადღაც, რატომ არ გავაკეთოთ ის, რასაც, როგორც წესი აკეთებენ - როდესაც მონაცემები მუშავდება, ნაკლებად სანდო მონაცემები შეგვიძლია მთლიანად ამოვრიცხოთ და ვნახოთ, წყნარმა საქართველომ რა გააკეთა. მე არ ველოდი ასეთ თანხვედრას. მიზერით შეიცვალა. პასუხი დადებითი იქნებოდა თუ უარყოფითი მე იმ პასუხს მივენდობოდი. გამოვიდა, რომ პასუხი იმდენად დადებითი იყო არგაყალბებასთან დაკავშირებით, ჩემს შინაგანში აღარ მაქვს უფლება, რომ აქამდე თუ სკეპტიკურად ვიყავი, რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო”,- განაცხადა ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო