დიმიტრი ხუნდაძე - ჩემი პირადი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ამ მისამართს არ ავირჩევდი - შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს

ჩემი პირადი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ამ მისამართს არ ავირჩევდი, - ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტების კითხვას რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში, მოსკოვში გამგზავრების თაობაზე.

თუმცა, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს.

„შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი პირადი არჩევანი რომ ყოფილიყო, როცა მე ვარ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ამ მისამართს არ ავირჩევდი. მაგრამ კულტურაც არ უნდა იქნას იმ დონეზე პოლიტიზირებული, რომ მათ საკუთარი არჩევანის და გადაწყვეტილების უფლება არ მივცეთ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქართული კულტურა გაიტანონ და შესაძლოა, უფრო საინტერესოც იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანაში უსმენენ და უყურებენ ქვეყნის კულტურას, რომელიც ოკუპაციისთვის გაიმეტეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს