საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, კონგრესის მზაობას დააკვირდეს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების პროცესს, მიესალმება.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კონგრესის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის შესაძლებლობები.

„შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა, ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ისეთი განცხადებების გაჟღერება, რომელიც გმობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო მოქმედებებს.

შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ესწრებოდა, ასევე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და რეგიონალური ბიუჯეტისთვის თანხების გამოყოფას და რაც თავის მხრივ მოიაზრებს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობისაა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრიაციული სივრცეების მოწყობას. დეპუტატების განცხადებით, ამით ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე შემსუბუქდება პანდემიით გამოწვეული კრიზისული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

შეხვედრის დასასრულს, კონგრესის პრეზიდენტმა გამოხატა მკაფიო სურვილი მომავალშიც გაგრძელდეს მჭიდრო ურთიერთობა კონგრესსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და გამოთქვა საქართველოში დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის უპირობო მზაობა“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა