ანა ნაცვლიშვილი "საარჩევნო კოდექსზე" - არის საკითხები, რაზეც უკვე ნათელია, რომ არ არის მზაობა მმართველი გუნდის მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით

“ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, “საარჩევნო კოდექსის” პლენარურ სხდომაზე განხილვამდე, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე ამ დრომდე მსჯელობენ.

ნაცვლიშვილის თქმით, არის გარკვეული საკითხები, მათ შორის ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციები, რომელთა გაზიარების მზაობა მმართველ გუნდს არ აქვს.

“არის საკითხები, სადაც მონიშნულ იქნა ინიციატორთა მხრიდან, რომ სესიაზე გასვლამდე მოხდება კიდევ ერთხელ სამუშაო შეხვედრის ფორმატში გავლა. შევთანხმდით, რომ ფორმულირებებზე ვიფიქრებთ, თუმცა ეს ფორმულირებები, ზოგი ჩვენ უნდა მივაწოდოთ, ზოგზე თავად იფიქრებენ, ხოლო გათვალისწინებაზე სიცხადე არ გვაქვს. ეს უფრო ნათელი გახდება ოთხშაბათს სამუშაო შეხვედრის შემდეგ და ხუთშაბათს, როდესაც საარჩევნო კოდექსი პლენარულზე იქნება განხილული მეორე მოსმენით. არის საკითხები, რაზეც უკვე ნათელია, რომ არ არის მზაობა მმართველი გუნდის მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა