რობერტ სტურუა - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები რომ ჩამოდიან, ტაშით ხვდებით? - ხელოვნებას საზღვარი არ აქვს, მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად

ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ ჟურნალისტებს მოსკოვში გამგზავრებამდე განუცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ არის რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებაზე ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც სტურუას თქმით, საქართველოში ჩამოსულ რუსული თეატრის წარმომადგენლებს „ტაშით ხვდებიან“.

„წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27 ივნისს და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა“,- განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო