ირაკლი კოვზანაძისთვის გაუგებარია, რატომ დაუჭირა ბიურომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივის დაჩქერებული წესით განხილვას მხარი, როცა პროექტი „ბიუჯეტში 250-მილიონიან სხვაობას იწვევს“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძისთვის გაუგებარია, რატომ დაუჭირა ბიურომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დაჩქერებული წესით განხილვას მხარი, რომელიც მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში 250-მილიონიან სხვაობას იწვევს.

საუბარია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივაზე, რომელიც პანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის საგადასახადო შეღავათის გაგრძელებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა. ინიციატორის მხრიდან მოთხოვნილი იყო პროექტი დაჩქარებული წესით განხილვა, რასაც ბიურომ ხმათა უმრავლესობის მხარი დაუჭირა.

„საკითხი გატარდა როგორც ტექნიკური. რომ იცოდეთ, პროექტის მხოლოდ პირველი პუნქტი ბიუჯეტში 250 მილიონით სხვაობას იწვევს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბიუროზე ბევრად უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს. როგორც შეიძლება დაჩქარებული წესით - ერთი კვირის განმავლობაში სამი მოსმენით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მივიღოთ, რომელსაც მთავრობისგან უამრავ საგადასახადო დეტალში შესვლა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე.

როგორც ბიუროს სხდომაზევე პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა განმარტა, პროცედურულად რეგლამენტი დაჩქარებული წესით განხილვაზე ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომიტეტები ვალდებულია განხილვის პროცესი დაიწყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს