ანა ნაცვლიშვილი - სად არის ვაქცინა? ჯანდაცვის მინისტრს მივმართე ყველა მიმოწერა გაესაჯაროვებინა, რაც მთავრობამ ვაქცინის მისაღებად აწარმოვა, მაგრამ სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს

დღეს, როდესაც მაღალფარდოვანი სიტყვებით უხილავ მტერს ვებრძვით ვირუსის სახით, მთავარი იარაღი, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ხელში არ არის, ეს არის ვაქცინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ადამიანებს არ ეძლევათ ვაქცინაციის შესაძლებლობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, სხვა სახის პრობლემებიც უდგებათ. მათ შორის, ნაცვლიშვილის განმარტებით, ის ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებათ, ან სტუდენტები, რომელსაც საზღვარგარეთ საზაფხულო სამუშაოებზე წასვლა სურთ, ამის შესაძლებლობა სწორედ იმის გამო არ ეძლევათ, რომ ვაქცინირებულები არ არიან.

ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას თხოვნით მიმართა, რომ მან პირად კონტროლზე აიყვნოს, რომ დროულად გასაჯაროვდეს ვაქცინაციის კონკრეტული გეგმა და ასევე ჩაერთოს სტუდენტების საზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.

„სად არის ვაქცინა? ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ, მივიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად, გამოაბრუნეს უკან და ვერ ეუბნებიან კონკრეტულ პასუხს, როდის მოხდება ვაქცინირება. მხოლოდ მოქალაქეების 2% არის დღეის მდგომარეობით აცრილი. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია? ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო? ეს არის კრიზისის მენეჯმენტი? სად არის სახელმწიფოს პასუხები? არა ისეთი პასუხები დერეფნებში რომ გარბიან მინისტრები და ძლივს ეწევიან ჟურნალისტები, არამედ პასუხისმგებლიანი, სრულყოფილი, გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აპირებთ, რა ვადებში, რომელი ვაქცინით და როდის დასრულდება ვაქცინაცია. პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის სრული უფლებამოსილების გადაბარებას პანდემიასთან გასამკლავებლად და მთავარი მოტივი რა არის იცით ?! მთავრობა უფრო სწრაფად იმოქმედებს, ვიდრე პარლამენტი და ამიტომ ეს უფლებამოსილება მას უნდა დავუთმოთო. ეს არის სწრაფი მოქმედება? ეს ხომ არ არის პარტიული თემა, ეს ხომ თქვენს თანამოაზრეებს, ისევე როგორც ჩვენს თანამოაზრეებს და ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ერთნაირად ემუქრება სიკვდილით? ტკივილიანი სიკვდილისთვის ვწირავთ ადამიანებს და საშინელი დღეებისთვის, იმიტომ, რომ არ გინდათ მუშაობა! კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც მივმართე, გამოვიყებნე რა კონსტიტუციური უფლებამოსილება, გაესაჯაროვებინა ყველა ის მიმოწერა, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოვა ამ დრომდე ვაქცინის მისაღებად. ეს ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მას მალავს. ეს არის კანონდარღვევა! - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა