მაია ბითაძე გიორგი ვაშაძეს - რამდენ ტყუილს იტყვით, იმდენ პასუხს გაგცემთ

ბატონო გიორგი მიკვირს, რომ ვერ მივხვდით აქამდე რომ რამდენ ტყუილს იტყვით, იმდენ პასუხს გაგცემთ. ფულს ხალხს ჰპარავს ის პოლიტიკოსი, ვინც უსაგნოდ და ტყუილებს საუბრობს ამ ტრიბუნიდან, - აღნიშნული განცხადებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს უპასუხა.

მისი განცხადებით, ქალაქის მერმა, კახა კალაძემ უზარმაზარი რეფორმა გაატარა, რომელიც უკვე თვალსაჩინოა.

„წლის ბოლომდე 300 ახალი ავტობუსი შემოვა და სქემები მთლიანად გაეშვება ისე, რომ კომფორტული იყოს გადაადგილება. სამარშრუტო ტაქსებიდან ადამიანები ავტობუსებზე გადადიან და ეს ტენდენცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა არავინ დარჩეს უმუშევარი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია სუბსიდირება იმისთვის, რომ არც ერთ სტუდენტს და მასწავლებელს სატრანსპორტო რეფორმის შედეგად ტარიფი არ გაზრდოდა. როდესაც ტყუილს ამბობთ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ხელფასებზე, ძალიან გთხოვთ გაიხსენოთ, რომ ისინი ახალ სამარშრუტო ტაქსებზე გადასხდნენ, სადაც კონდიციონერია, მგზავრობა არის ადეკვატური და მგზავრებისთვის საათნახევარი არის უფასო მგზავრობა ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და მეტროში. კახა კალაძემ გააკეთა საგმირო საქმეები. ასეთი მერი არ ჰყოლია თბილისს, რომელმაც გადადგა არაპოპულარული, მძიმე ნაბიჯები. მერწმუნეთ თქვენ ვერ გაბედავდით ვერც ტაქსების რეფორმის გატარებას ვერც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო