დიმიტრი ხუნდაძე - ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აცრას შეძლებენ.

„ვაქცინასთან დაკავშირებით გუშინ გარკვეული ხარვეზები და ლოჯისტიკური პრობლემები იყო. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრის მხრიდან მკაცრი დავალება გაიცა, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% მდე ავცრათ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა